Sunday, June 28, 2015

მე-9 დღე
დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო,დღეს ჩვენი ტრენინგის ბოლო დღეა,ამ ტრენინგმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა ჩამოვყალიბდი როგორი უნდა იყოს კარგი პროექტი,ტრენინგი დავიწყეთ წინა დღის ნასწავლი მასალის გამეორებით.შემდეგ მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტების პრეზენტაციები,გაუზიარეთ გამოცდილებები,ყველა პროექტი ერთმანეთისგან გამორჩეული და საინტერესო იყო,განსაკუთრებით გამოვყოფ პროექტს სათაურით "ბედისწერად ქცეული ტალანტი"რომელსაც ახორციელებს მე-4 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქალბატონი მანანა ჯავახიშვილი.შემდეგ დავიწყეთ ბლოგში მუშაობა კერძოდ ვისწავლეთ ბლოგის წაშლა  აღდგენა,კარგად გავარჩიეთ HTML გაჯეტი,საიდანაც გადავიტანეთ საათი და ვიდეო,დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგისთვის.

No comments:

Post a Comment